ფიქლის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მსოფლიო გამოცდილება და განვითარების პერსპექტივები საქართველოში

2014 წლის 10-11 ივნისს ბათუმში, სასტუმრო „რადისონში“გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია  თემაზე – ფიქლის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის მსოფლიო გამოცდილება და განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, აშშ-ს განვითარების სააგენტოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ესტონეთის ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს უნივერსიტეტების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა.

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) კონფერენციაზე წარმოადგინეს არჩილ მაღალაშვილმა და მურმან მარგველაშვილმა, რომლებმაც, შესაბამისად, წაიკითხეს  მოხსენებები –“საქართველოში ფიქლის გაზისა და ნავთობის პერსპექტივების კვლევის წინასწარი შედეგები  და „ფიქლის გაზი – როგორ მოვემზადოთ გამოწვევებისთვის?. ა.მაღალაშვილის მოხსენება დაეყრდნო WEG ის მიერ 2010 წელს ჩატარებულ კვლევას, სადაც უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით დადგინდა საქართველოში, მათ შორის, შავი ზღვის შელფურ ზონაში რამდენიმე გეოლოგიური ფორმაციის არსებობა, რომლებიც მთელი რიგი პარამეტრებით უნდა განეკუთვნებოდნენ გაზის შემცველი ფიქლების (შეილის) კატეგორიას.

მ. მარგველაშვილის პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისათვის ფიქლის გაზის მნიშვნელობაზე და აღინიშნა, რომ ფიქლის გაზის განვითარება კომპლექსურად არის დაკავშირებული ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ საკითხებთან; მოითხოვს როგორც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას, ასევე, საზოგადოებრივი აზრისა და გარემოსდაცვითი საკითხების თანხვედრას, ინვესტიციების მოზიდვასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც შესაბამისი გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას საჭიროებს.

WEG-ის რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის, ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების საშუალებით გაზის ტარიფების მოწესრიგების, გაზის ბაზრის რეფორმის და ზოგადად საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების საკითხებს, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ახალი და რთული ტექნოლოგიის დანერგვისათვის.

პარტნიორები და დონორები