მურმან მარგველაშვილი

 მურმან მარგველაშვილის ენერგეტიკული გამოცდილება მოიცავს ენერგეტიკული სექტორის რეგულირების, მართვის, პრივატიზების, ტარიფების დადგენის, ენერგეტიკული პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებს, ელექტროგამანაწილებელი კომპანიების მუშაობის, ენერგოსისტემის გრძელვადიანი დაგეგმვის, აგრეთვე პროექტების მენეჯმენტის, ტრენინგის და სხვა საკითხებს.

მ.მარგველაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაღალი ენერგიების თეორიული ფიზიკის სპეციალობით. ფიზ-მათ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მან მიიღო მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს იმუშავა რუსეთის (მოსკოვი, დუბნა), იტალიის (ტრიესტი, ფერარა) და შვეიცარიის (ცერნი) კვლევით ცენტრებში, მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში და აქვეყნებდა სტატიებს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.

ენერგეტიკაში მუშაობა მურმან მარგველაშვილმა დაიწყო 1994 წელს USAID პროექტებში მონაწილეობით. კომპანია Burns & Roe – ში, როგორც პროექტის ინჟინერი და პროექტის მენეჯერი, იგი მონაწილეობდა ენერგოსისტემის გადაუდებელი შესყიდვების, ლაჯანურის, ხრამი-2-ის, ვარციხის და ტყიბულის ჰიდროსადგურების, თბილსრესის მე-10 ენერგობლოკის, დისპეტჩერიზაციის სისტემის და ელექტროგადამცემი ქსელის, მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებებში. როგორც პროექტის მენეჯერი იგი მონაწილეობდა საქართველოს ენერგოსისტემის ოპტიმალური განვითარების გრძელვადიანი დაგეგმვის პროეტში რაც წარმოადგენდა ხუთი ამერიკული და ერთი რუსული ენერგეტიკული კომპანიის მიერ ჩატარებულ დაგეგმვის პროფესიულ სამუშაოს. როგორც ჰაგლერ ბაის პროექტის მენეჯერი მ.მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა რუსთავის ელექტროგამანაწილებელი სისტემის კომერციალიზაციის პროექტს.. იგი მონაწილეობდა ელექტრობის გენერაციის და განაწილების, გაზის განაწილების სისტემების საპრივატიზაციო პროცესებში ასევე ელექტროგადაცემის და დისპეტჩერიზაციის, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის მართვის კონტრაქტების შემუშავებაში. ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად მან ჩაატარა ენერგოსისტემის გრძელვადიანი დაგეგმვის სასწავლო კურსები.

ეი-ი-ეს თელასში მ.მარგველაშვილი მართავდა ერთერთ გამანაწილებელ რეგიონს და მიყავდა რამდენიმე სტრატეგიული პროექტი. მან ჩამოაყალიბა ეი-ი-ეს-ის თანამშრომელთა ტრენინგის ცენტრი, იყო ეი-ი-ეს თელასის წარმომადგენელი საბითუმო ბაზრის აღმასრულებელ საბჭოში. ამჟამად მ.მარგველაშვილი არის სს თელასის სემეკთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, სადაც მუშაობს რეგულირების სხვადასხვა საკითხებზე.

მ.მარგველაშვილი არის ინჟინერ ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ენერგეტიკული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მისი ამჟამინდელი ინტერესების სფეროს მიეკუთვნება ენერგეტიკული სექტორის მართვა და რეგულირება, ენერგოუსაფრთხოება და ენერგოეფექტურობა, სისტემათა დინამიკის საკითხები.

პარტნიორები და დონორები