„მსოფლიო გამოცდილება საქართველოში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე პლატფორმის შეხვედრაზე

აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე პლატფორმის შეხვედრა ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ 23 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა DG Energy-ს ენერგეტიკური პოლიტიკის დირექტორი, მეგან რიჩარდსი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ევროკომისიის მაღალი ტანამდებობის პირები, ევროპული პარლამენტის, საერთაშორისო ენერგეტიკის ქარტიის, ევროპელ ენერგო რეგულატორთა საბჭოს, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მონაწილეთა შორის იყო „მსოფლიო გამოცდილება საქართველო“-ს დირექტორი, მურმან მარგველაშვილიც.

მეგან რიჩარდსმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკული კავშირის მიშვნელობას და ევროკავშირის ინტერესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იყოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალი დონე.

ღონისძიების სამი პანელის მთავარი თემები იყო:

  • რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობა
  • მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდით ენერგიის ტრანზიციის ოპტიმიზაცია
  • მაღალი დონის კვლევები და შემდეგი ნაბიჯები

შეხვედრის მთავარი ფოკუსი იყო ენერგიის მომხმარებლები და მათი როლი ტრანზიციაში, რამდენადაც თანამედროვე ტექნოლოგოების მეშვეობით მათ შეუძლიათ ენერგიის გამომუშავებაში, შენახვაში და მოთხოვნის დაკმაყოფილებაში მონაწილეობა,

მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ ქვეყნებში არსებული სიტუაციის, გეგმების, ინფრასტრუქტურის და სხვა საკითხების შესახებ.

მურმან მარგველაშვილმა ისაუბრა აფხაზეთის მიერ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის უსასყიდლოდ მოხმარების პრობლემაზე.

შეხვედრის განმავლობაში განიხილეს მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკის საკითხები და უახლესი კვლევები. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სხვადასხვა დონორ ორგანიზაციები ნაკლებად არიან შეთანხმებული და ადგილობრივ პროექტებზე შეიმჩნევა ფრაგმენტული, არაკოორდინირებული მუშაობა, რომელიც არ მიდის საერთო მიზნისკენ, რის შესახებაც მონაწილეებმა საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს.

პარტნიორები და დონორები