მედგარ ჭელიძე

 მედგარ ჭელიძე არის გარემოსდაცვითი სპეციალისტი, რომლის გამოცდილება მოიცავს შემდეგ სფეროებს: ინდუსტრიული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) და გარემოსდაცვითი აუდიტი; ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება და სტრატეგიული გრემოსდაცვითი შეფასება (ენერგეტიკის და ტრანსპორტის დარგი; ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები); რისკების ანალიზი; ავარიულ სიტუაციებზე რეაგირება; გარემოსდაცვითი უსაფრთხოება; კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა.

განათლებით მ. ჭელიძე არის ბიოფიზიკოსი და აქვს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. როგორც ბიოფიზიკოსმა, მან იმსახურა რამდენიმე სამეცნიერო ცენტრში – საქართველოში (მოლეკულური ბიოტექნოლოგიის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი; ანგიოლოგიის რესპუბლიკური ცენტრი) და რუსეთში (ქიმიურ ნაერთთა ბიოლოგიური ტესტირების ინსტიტუტი) – და გამოაქვეყნა სტატიები საერთაშორისოდ აღიარებულ სამეცნიერო ჟურნალებში. ბოლო ათი წლის განმავლობაში მან მიიღო თეორიული ცოდნა და შეიძინა პრაქტიკული გამოცდილება გარემოს დაცვის დარგში თეორიული და პრაქტიკული (on the job) ტრეინინგების მეშვეობით, რომლებიც განხორციელებულ იქნა საქართველოში ევროკავშირის, TACIS-ის, მსოფლიო ბანკისა და აშშ გარემოსდაცვის სააგენტოს მიერ “ტექნიკური დახმარების” რამდენიმე საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში.

2000 წლიდან 2005 წლის ბოლომდე მ.ჭელიძე გახლდათ საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის გარემოსდაცვითი მენეჯერი. ხსენებულ პერიოდში იგი მონაწილეობდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (ბთჯ) და სამხრეთკავკასიურ გაზსადენის (სმკ) პროექტებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების გარემოსდაცვითი მუხლების შეთანხმებაში; ხელმძღვანელობდა ექსპერტთა მრავალდარგობრივ ჯგუფს, რომელიც ანხორციელებდა ხსენებულ პროექტებთან დაკავშირებული სტრატეგიული გზშ-ს (მარშრუტების ანალიზი), გზშ-ს, ნავთობის დაღვრაზე რეაგირების გეგმების და ავარიულ სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ექსპერტიზას; ხელმძღვანელობდა ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ანხორციელებდა ბთჯ და სმკ მილსადენების მშენებლობის გარემოსდაცვით და სოციალურ მონიტორინგს და დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) ექსპლოატაციასთან დაკავშირებულ მონიტორინგს.

2006 წლიდან მ.ჭელიძე გახლავთ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სპეციალისტი. ამ თანამდებობაზე იგი ანხორციელებს მგფ-ის ინფრასტრუქტურული პროექტების ექსპერტიზას და მათი განხორციელების მონიტორინგს. კერძოდ, განხორციელებულ იქნა შემდეგი საირიგაციო, დამბების რეაბილიტაციის და წყალმომარაგების პროექტების საექსპერტო განხილვა (“სკრინინგი” და “სკოპინგი” საერთაშორისო პროცედურების თანახმად): – ქ. ფოთის, ქუთაისის, ქობულეთის, რუსთავის და ბორჯომ-ბაკურიანის წყალმომარაგების პროექტი; სიონის და ალგეთის წყალსაცავების და დამბების და სამგორის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტები.

ამავე დროს, მ.ჭელიძე ანხორციელებს გარემოსდაცვით კვლევებს შპს “ენვაირონმენტალ ტექნოლოჯის” დამფუძნებლის და პროექტების მენეჯერის სტატუსით, ისევე როგორც დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით. როგორც შპს “ენვაირონმენტალ ტექნოლოჯის” პროექტების მენეჯერი, მ.ჭელიძე ხელმძღვანელობდა ბიოლოგიური ნარჩენების მართვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვისათვის აუცილებელი გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებას (ბიოლოგიური იარაღის გავრცელების პრევენციის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში აშშ მთავრობის დახმარებით და “ბეხტელ ნეშიონალ ინკორპორეიტედ”-ის ხელმძღვანელობით). როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი მ.ჭელიძე ამჟამად მონაწილეობს ორ საერთაშორისო პროექტში: “ზღვაზე და ხმელეთზე ნავთობის დაღვრის პრევენცია და შედეგების აღმოფხვრა”, პროექტს ანხორციელებს ჰოლანდიური კომპანია Royal Haskoning (Haskoning Nederland B.V.) და მისი მიზანი არის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის დახმარების აღმოჩენა; “საავტომობილო მაგისტრალის მცხეთა-ხაშურის მონაკვეთის რეკონსტრუქციის პროექტი” (ალტერნატიული ვარიანტების განხილვა და წინასწარი გარემოზე ზემოქმედების შეფასება). პროექტს ანხორციელებს იტალიური კომპანია Bonifica SPA (Italy)

პარტნიორები და დონორები