მე-10 ქართული საერთაშორისო კონფერენცია ნავთობის, გაზისა და ენერგო ინფრასტრუქტურის შესახებ – GIOGIE 2011

2011 წლის 29-30 მარტს თბილისში, სასტუმრო „რადისონ ბლუ“-ში ჩატარდა GIOGIE 2011 . კონფერენცია ყოველწლიურად მასპინძლობს 150 მდე დელაგატს მსოფლიოს 15 ქვეყნიდან. „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორმა მურმან მარგველაშვილმა კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა საქართველოში ფიქალის გაზების განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით. მოხსენება ძირითადად ეყრდნობოდა 2010 წელს ჩატარებულ კვლევას, რომელიც USAID პროექტის ფარგლებში განხორციელდა WEG-ისა და Hydrodynamics Group LLC ურთიერთთანამშრომლობით. 

ფიქალის გაზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 21-ე საუკუნეში, მაშინ როცა უკვე არსებული ბუნებრივი ენერგო რესურსები ამოწურვის პირასაა. პირველადი მოკვლევა აჩვენებს რომ საქართველოს შეიძლება გააჩნდეს ფიქალის გაზის მნიშვნელოვანი პოტენციალი, თუმცა აუცილებელია მისი სიღრმისეული კვლევა. ტრადიციულ ბუნებრივ გაზთან შედარებით ფიქლის გაზის (შეილგაზი) წარმოება უფრო რთულ მოთხოვნებს აყენებს ტექნოლოგიების, ბიზნეს ორგანიზაციის, გასაღების ბაზრის, რეგულირების და მართვის მიმართ. პრეზენტაციისას განხილული იქნა ის ძირითადი ტექნიკური, ინსტიტუციური, ფინანსური და საბაზრო ბარიერები რომელთა მოხსნის შემთხვევაში ადვილი გახდება ფიქალის გაზების შესწავლა და მოპოვება რაც სამომავლოდ დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და მის მდგრად ეკონიმიკური განვითარებაში.

პარტნიორები და დონორები