„მწვანე მუშტის“ მანიფესტის შესახებ

ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“(WEG) მივესალმებით სტუდენტური გაერთიანების „მწვანე მუშტის“ ბუნებრივი რესურსების გამოყენების არსებული  პოლიტიკის წინააღმდეგ 21 ივლისს გამოქვეყნებული მანიფესტის მოქალაქეობრივ პათოსს,  გამჭვირვალობის და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვის მცდელობას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მანიფესტის მოთხოვნა რომ მოყვენილი პრობლემური საკითხების განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს მდგრადი განვითარების მეცნიერული პრინციპების გამოყენებით შემუშავებული სტრატეგიების საფუძველზე, რაც ასევე ჩვენი საქმიანობის ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.

მნიშვნელოვანესია რომ ახალგაზრდათა ეს შემართება გადაიზარდოს კვალიფიციურ, კონსტრუქციულ, შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობაში და არ გაიფანტოს ზედაპირულ პოპულისტურ განცხადებებში.

ამავდროულად ვწუხვართ, რომ, როგორც ჩანს, ჩვენი ორგანზიაციის საქმიანობა, ან მისი რომელიმე დასკვნა, სავარაუდოდ, არასწორად იქნა გაგებული, რის საფუძველსაც გვაძლევს WEG-ის ხსენება შესაძლო მიკერძოებული დასკვნებისა და კორუფციული გარიგებების კონტექსტში.

ყოველდღიურ საქმიანობაში ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ პროფესიონალიზმის, მიუკერძოებლობის და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ღია თანამშრომლობის პრინციპები. ამიტომ გვინდა ვთხოვოთ „მწვანე მუშტის“ წარმომადგენლებს, დააზუსტონ ტექნიკურ-ეკონომიკური მიმართლებით რომელი კონკრეტული დასკვნის უმართებულობაზე აქვთ ეჭვი, და ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვცადოთ მისი ერთობლივი განხილვა, რათა ერთად დავრწმუნდეთ თუ რამდენად შეესაბამება პროფესიულ ან მიუკერძოებობის სტანდარტებს.

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გავრცელებით და საკუთარი კვლევებით ცდილობს ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების და მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვას ქვეყანაში. მათ შორის, ვახორციელებთ ენერგეტიკისა და მდგრადი განვთარების სემინარების ციკლს, სადაც კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში ვცდილობთ არსებული აქტუალური თემების განხილვას (www.weg.ge).  მოხარული ვიქნებით თუ  ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ამ სემინარებში და წვლილს შეიტანენ მათთვის საინტერესო საკითხების სიღრმისეულ განხილვაში. ასევე მზად ვართ მათთან ერთად განხილვებისა და დიალოგის სხვა ფორმებისთვის რათა ერთად ვცადოთ სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოებისთვის აუცილებელი კიდევ ერთი ატრიბუტი, კვალიფიციურობაც დავამკვიდროთ.

ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ WEG

პარტნიორები და დონორები