კორუფცია ენერგეტიკის სექტორში და მისი ფასი საზოგადოებისთვის

20-21 ივლისს, ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტის შემდგომ, ფონდი ღია საზოგადოებისა და მსოფლიო გამოცდილება საქართველოს (WEG) თანამშრომლობით გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარ თემას ენერგეტიკის სექტორში კორუფციის საკითხი წარმოადგენდა.

ექსპერტებმა უკრაინიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, ასევვე ევროკავშირის ქვეყნებიდან ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს, მოგვიანებით კი პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ენერგეტიკის სექტორში კორუფციის უარყოფით გავლენებს სხვა სფეროებზე, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება, ანგარიშვალდებულება, გარემო, ენერგეტიკული და ეროვნული უსაფრთხოება. შეხვედრის ნაწილი დაეთმო იმ მიზეზების გამოვლენას, რამაც შესაძლოა კორუფციის რისკები გაზარდოს. დამსწრეები შეეცადნენ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ის სტრატეგიები, რომლითაც სამოქალაქო სექტორს შეუძლია იხელმძღვანელოს პრობლემაზე მუშაობისას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

პარტნიორები და დონორები