კლიმატის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა

4 ოქტომბერს, ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ გამართა სამუშაო შეხვედრა, რომელზე წარმოადგინა კლიმატის სამოქმედო გეგმის (CAP) შემუშავებაში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის რეკომენდაციების პირველადი ვერსია.

კლიმატის სამოქმედო გეგმა GIZ- ის მხარდაჭერით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მუშავდება და მისი მიზანია შექმნას სამუშაო პროცესი და გეგმა NDC წარსადგენად 2020 წლისთვის.

შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ დარგობრივი სამინისტროების და კლიმატის ცვლილების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წამომადგენლები, რომელთაც განსახილველად წარედგინათ WEG-ის მიერ მომზადებული ანალიზი დაინტერესებული მხარეებისა და მათთან კომუნიკაციის ინდივიდუალური მეთოდების შესახებ, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად.

დამსწრეებმა დოკუმენტის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები და შენიშვნები გამოთქვეს, რომლებზეც WEG-სა და GIZ-ის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. რეკომენდაციები, რომლებზეც შეხვედრაზე შეთანხმება შედგა, ასახული იქნება ცენტრის მიერ მომზადებულ საბოლოო დოკუმენტში.

შეხვედრა ჩატარდა GIZ- ის პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარება კლიმატის ცვლილების სფეროში ევროკავშირის მიერ დასახულ მაჩვენებლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით“ ფარგლებში.

პარტნიორები და დონორები