გიორგი ვაშაყმაძე

გიორგი ვაშაყმაძე არის მრჩეველი ენერგეტიკის საკითხებში, რომელსაც აქვს აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული კორიდორისსტრატეგიული პროექტების განვითარების სატრანზიტო მოლაპარაკებებში მთავრობის წარმომადგენლის სახით მონაწილეობის ხანგრძლივი გამოცდილება. 1996 წლის იანვრიდან 2005 წლის აგვისტომდე მას ეკავა სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო  კორპორაციაში GIOC (სტრატეგიული დაგეგმვისა და ახალი ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორის მოადგილე, CEO ) იყო სახელმფიწო ენერგეტიკული კომისიის წევრი. საქართელოს პარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში კი ხელმძღვანელობდა ევრაზიის ენერგეტიკული კორიდორის ქვეკომიტეტს.

როგორც შესაბამისობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, გიორგი ვაშაყმაძე წარმართავდა GIOC-ის მუშაობას საერთაშორისო მრჩეველებათან ნავთობსადენების პროექტების, ისეთების როგორიცაა, WREP (ბაქო-სუფსის ნავთობსადენი) BTC და SCP-თვის საჭირო იურიდიული ტექნიკური და გარემოსდაცვითი სტანდარტების შერჩევასთან დაკავშრებით. ხელმძღვანელობდა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ წარმოებული განხილვას რომელიც ეხებოდა მთავრობისათვის ნავთობკომპანიების მიერ შესაბამისი ტექნიკური და გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მიწოდებას. ახორციელებდა მილსადენის მშენებლობისა და ამოქმედების პროცესის მონიტორინგს.

გიორგი ვაშაყმაძე  წარმოადგენდა ქართულ მხარეს, ევროპის ენერგეტიკულ ქარტიის ტრანზიტის შესახებ პროტოკოლსა და INOGATE -ის ქოლგა შეთანხმების, ნავთობისა და გაზის სახელმწიფოთაშორისი ტრანსპორტირების სისტემების შესახებ მოლაპარაკებებში.

გიორგი ვაშაყმაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის სპეციალობით და თავისი კარიერის 12 წელი კვლევებსა და პედაგოგიურ მოღვაწეობას დაუთმო. ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის ხარისხი მიიღო მოსკოვის სახელმფწიფო უნივერსიტეტში. ასევე მუშაობდა საქართველოსა და საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებში.

2005 წელს  ბატონმა გიორგიმ დაასრულა კარიერა საჯარო სექტორში და მოღვაწეობა განაგრძო შპს – Spectrum Consulting -ში. 2006 წელს კი კორპორაციული სტრატეგიის დირექტორის რანგში შეუერთდა საერთაშორისო კონსორციუმს, რომლის მიზანია შავი ზღვის გასწვრივ საქართველოდან ევროპაში გაზსადენის მშენებლობა.

პარტნიორები და დონორები