გაზის ტარიფები საქართველოში და ევროკავშირის ძირითადი მოთხოვნები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გაზის კომპანიებისგან მიღებულ სატარიფო განაცხადებზე მსჯელობს და ივლისის ბოლომდე საბოლოო გადაწყვეტილების გამოაქვეყნებას გეგმავს.

ენერგეტიკული ტარიფები საზოგადოების მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს, ამიტომ 19 ივლისს, 10:00 სთ_ზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ (ილიაუნი, ჭავჭავაძის #32.) გამართულ შეხვედრაზე დეტალურად იქნება განხილული გაზის სექტორში არსებული ვითარება და მთავარი გამოწვევები, გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია, გაზის ბაზრის მოწყობა, ევროკავშირის ბუნებრივი გაზის ბაზრის დირექტივის და რეგულაციის ძირითადი მოთხოვნები და საქართველოში მათი დანერგვის თავისებურებები.

უფრო კონკრეტულად, ექსპერტები, სტუმრებთან ერთად, იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე:

    • ევროკავშირის კანონმდებლობის ძირითადი მოთხოვნები გაზის სექტორში;
    • საქართველოში ბუნებრივი გაზის მიწოდების სურათი - წყაროები, მოცულობები და ფასები;
    • გაზის სამომხმარებლო ტარიფის კომპონენტები მომხმარებლების მიხედვით;
    • საქართველოს გაზის სექტორში რეგულირებადი და დერეგულირებული საქმიანობა;
    • სექტორში არსებული ძირითადი პრობლემები და მათი გამოსწორების ბარიერები;
    • რეკომენდაციები და პრობლემების გადაჭრის გზები.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, სემეკის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. ასევე, მოწვეულნი არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შეხვედრას ატარებს ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით.

პარტნიორები და დონორები