ევროპის ენერგეტიკული სამართლის რიგით მე-5 ფორუმი

4-5 მაისს, ქ. ვენაში „ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს“ ორგანიზებით გაიმართა „ევროპის ენერგეტიკული სამართლის რიგით მე-5 ფორუმი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო WEG-ის ექსპერტმა ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ენერგეტიკული სამართლის საკითხებში, თამარ წურწუმიამ.  

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, აგრეთვე ენერგეტიკის დარგის მარეგულირებელი ორგანოების და ენერგეტიკული ორგანიზაციების ექსპერტები. 

ფორუმი "ენერგეტიკული გაერთიანების" სამდივნოს, ფლორენციის რეგულაციის სკოლისა და ევროპის კოლეჯის ერთობლიცი ინიციატივაა. 

შეხვედრის მთავარი თემა იყო ევროკომისიის ახალი საკანონმდებლო პაკეტის "სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის" განხილვა, კერძოდ, ახალი წინადადებები ელექტროენერგეტიკული ბაზრის დიზაინის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადების, ასევე, „ენერგეტიკული კავშირის“ ახალი რეგულაციები, მათ შორის, გაზის ბაზრის განვითარების კუთხით.

ღონისძიება წინ უსწრებდა ენერგეტიკისა და გეოპოლიტიკის საკითხებზე მაღალი დონის საღამოს დებატებს, სადაც, სხვა თემებთან ერთად, საუბარი იყო ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების მხრივ არსებულ სამართლებრივ გამოწვევებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

 

პარტნიორები და დონორები