ERA4CS საზაფხულო სკოლა

10-14 სექტემბერს, პიზაში(იტალია), კლიმატის სერვისების ევროპული კვლევითი ცენტრის (ERA4CS), იტალიის ეროვნული კვლევითი საბჭოსა (CNR) და გარემოსდაცვითი ანალიზის მეთოდოლოგიის ინსტიტუტი (IGG-IMAA) ერთობლივი ორგანიზებით მოწყო საზაფხულო სკოლა კლიმატის საკითხებზე მომუშავე ახალგაზრდა მკვლევარებისთვის. პროგრამის ძირითად თემატიკას წარმოადგენდა კლიმატზე გრძელვადიანი დაკვირვება, მოდელება, პროგნოზირება, ადაპტაციის სტრატეგიები და კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესარბილებლად თანამედროვე კვლევები და საგანმანათლებლო საკითხები.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში მიწვეული იყო WEG-ის წამყვანი მკვლევარი გიორგი მუხიგულიშვილი, რომელმაც  წაიკითხა ლექციები კლიმატის ცვლილების ზეგავლენის, შემარბილებელი ღონისძიებების და მდგრადი განვითარების საკითხებზე. ERA4CS-ს საზაფხულო სკოლის მიზანია კლიმატის ცვლილების საკითხებზე არსებული კვლევითი პროგრამებისთვის/პროექტებისთვის შექმნას საერთო პლატფორმა და უზრუნველყოს სასწავლო პროგრამის დანერგვა კლიმატის სერვისების შესახებ. 

 

 

პარტნიორები და დონორები