ენერგოეფექტურობა შენობებში - ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესრულების მთავარი გამოწვევები

პარასკევს, 24 მარტს, 17:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (შ. დადიანის ქ 2/1) გაიმართება სემინარი თემაზე  - "ენერგოეფექტურობა შენობებში - ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესრულების მთავარი გამოწვევები“.

 

სემინარის მიზანია საქართველოს სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტურობის დანერგვის მხარდაჭერა ენერგეტიკული გაერთიანებისა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.

განიხილება შემდეგი საკითხები:

  • ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით საქართველოსთვის განსაზღვრული მოთხოვნები შენობებში ენერგოეფექტურობის დანერგვის მიმართულებით
  • დაგეგმილი ღონისძიებები (ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმა, მერების შეთანხმება, დაბალემისიანი განვითარების სამოქმედო გეგმა და სხვ.)
  • დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები (ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი, სამშენებლო კოდექსი)
  • საცხოვრებელი, კომერციული და საჯარო სექტორისთვის საჭირო მიდგომები
  • ბაზრის დაგეგმვა და შენობებში ენერგოეფქტურობის ბარიერების ანალიზი
  • დასკვნები და რეკომენდაციები მომავალი საქმიანობისთვის 

 

სემინარის მონაწილეები:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
  • ენერგეტიკის სამინისტრო
  • თბილისის მერია
  • ექსპერტები, არქიტექტორები,  დეველოპერები და ენერგო აუდიტორები
  • სამშენებლო კომპანიები
  • დონორი ორგანიზაციები 

 

დასწრება თავისუფალია!

პარტნიორები და დონორები