ენერგოეფექტიანობის და განახლებადი ენერგიის პოტენციალი – რეკომენდაციები ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისათვის

ა.წ. 19 მარტს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ განხორციელდა სამუშაო შეხვედრა თემაზე „განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტიანობის პოტენციალი საქართველოში და მათი ათვისების ღონისძიებები“.

შეხვედრა ჩატარდა პროგრამის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ ფარგლებში, ფონდის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) მიერ, “ვინროკ ინტერნეიშენალთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადგომით.

ეს იყო ენერგეტიკის ექსპერტების რიგით მესამე და შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც შეჯამდა პროგრამის „ენერგეტიკის განვითარება სოფლად“ ფარგლებში WEG-ის მიერ ჩატარებული კვლევები განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის პოტენციალის შესახებ და გაანალიზდა ამ სფეროების განვითარების და პოლიტიკის სრულყოფის მიმართულებით შემუშავებული რეკომენდაციები.

სემინარს დაესწრო დაახლოებით 80 მონაწილე: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული მომისიის, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, ენერგეტიკული აკადემიის და სხვა კერძო, თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ექსპერტებმა, განახლებადი ენერგისა და ენერგოეფექტიანობის სფეროების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პოტენციურმა ინვესტორებმა განიხილეს კვლევის მიმდინარეობის დროს გაკეთებული დასკვნები და ის რეკომენდაციები, რომლებიც შემუშავდა განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის სფეროების განვითარებისთვის.

პრეზენტაციები:

პარტნიორები და დონორები