ენერგო გამჭვირვალობის ინდექსი - ენერგეტიკის სექტორში გამჭვირვალობის გაძლიერების ძლიერი ინსტრუმენტი

2020

პროექტი მიზნად ისახავს ენერგეტიკის გამჭვირვალობის ინდექსის გამოყენებას უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, პროგრესირების შესაფასებლად და მონაცემების გახსნილობასა და ხელმისაწვდომობაში არსებული ხარვეზების დიაგნოზირებისთვის, რომელთა აღმოფხვრა ადგილობრივი მთავრობების მიერ უნდა მოხდეს.

ინდექსის შემუშავებისა და გამოქვეყნების ერთ ერთი მთავარი მიზანი ენერგეტიკის სექტორის უფრო მაღალი გამჭვირვალობის ხელშეწყობა, რომელიც მოიცავს აუცილებელ და სათანადო პირობებს, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა რეგულარულად შეძლონ გასაგები, სრულყოფილი და გამოსადეგი ინფორმაციის მიღება, რომელთა საფუძველზეც გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ.

ინდექსის საშუალებით უნდა მოხდეს ენერგეტიკულ სექტორში ინფორმაციული ასიმეტრიის შემცირება, რათა მინიმუმამდე დავიდეს უსამართლო კონკურენციის, დისკრიმინაციული ქცევისა და კორუფციის შანსები. ამავდროულად, ინდექსის მიზანი ზოგადად ბაზრებისა და ენერგეტიკის სექტორის სათანადო ფუნქციონირების ხელშეწყობაცაა.

ინდექსი სასარგებლო იქნება:

  • საჯარო დაწესებულებებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინფორმაციის გავრცელებაზე.
  • მომხმარებლებისთვის, რადგან მაღალი ცნობიერება საშუალებას მისცემს მათ, ხარჯების შემცირებისა და სარგებლის გაზრდის დროს უფრო რაციონალურად იმოქმედონ.
  • ენერგეტიკის სფეროში არსებული კომპანიებისთვის: უფრო მაღალი გამჭვირვალეობა ხელს უწყობს ეფექტურ და ინოვაციურ საქმიანობას, ღია კონკურენციას და ინვესტიტორებთან უკეთეს ურთიერთობებს.
  • უცხოელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ფინანსური და დონორი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეძლებენ უკეთესად გააცნობიერონ და ობიექტურად შეაფასონ ენერგეტიკული პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობა, და ბაზრის სტრუქტურის სპეციფიკა იმ ქვეყნებში, სადაც ინდექსი გამოიყენება.

პარტნიორები და დონორები