ენერგო ეფექტურობის საკანონმდებლო ნორმები და საბინაო სექტორის სტანდარტები ESIB-ის წევრ ქვეყნებში

2014 18-19 თებერვალს ბიშკეკში, ყირგიზეთში ჩატარდა ESIB-ის წევრი ქვეყნების სემინარი, რომელიც ეხებოდა ენერგო ეფექტურობის საკანონმდებლო ნორმებსა და საბინაო სექტორის  სტანდარტებს, ასევე განხორციელებულ ინტეგრირებულ საპილოტე პროექტებს.

სემინარში მონაწილეობას იღებდნენ უკრაინის, ბელორუსის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები. სემინარის მიზანი იყო წარმოედგინა და განეხილა ენერგოეფექტურობის მიმართულებით წევრ ქვეყნებში გატარებული ღონისძიებები, გაზიარებულიყო ინფორმაცია პროექტების მიღწევებთან დაკავშრებით მონაწილე ქალაქებში. პრეზენტაციები ფოკუსირებული იყო ენერგო აუდიტზე და მისი ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერებაზე, შერჩეული ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დაფინანსების სქემებზე და ენერგოეფექტურობის კანონმდებლობასა და რეგულირებაზე.

აღნიშნულ სემინარში მონაწილეობდა ნინო მაღრაძე, ანალიტიკოსი ენერგეტიკის საკითხებში, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია საქართველოში ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის და რეგულირების  დღევანდელ სტატუსსა და მთავარ მახასიათებლებზე.

პარტნიორები და დონორები