ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად

26 აპრილს, 4 საათზე, ილიას უნივერსიტეტში, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება სემინარი „ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება საქართველოში, ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად“.

სემინარის მიზანია ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისათვის საჭირო რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში და ამისათვის დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის უზრუნველყოფა.

2017 წელს ენერგეტიკის სამინისტრომ ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების ეროვნული სამოქმედო გეგმა უნდა მოამზადოს. ენერგეტიკული გაერთიანების წევრობის ფარგლებში კი, ასევე, უნდა დანერგოს დირექტივა განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ (2009/28/EC). საკითხის კომპლექსურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე მთავარი ბარიერებისა და პრობლემების გამოკვეთა, რაც  ხელს შეუწყობს ეფექტური სამუშაო პროცესის წარმართვას და შედეგზე ორიენტირებულ დაგეგმვას.

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, დარგის ექპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. სემინარისთვის გამოყოფილი დრო კი ძირითად დაეთმობა დისკუსიას.

ღონისძიებას ატარებს ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

დასწრება თავისუფალია

პარტნიორები და დონორები