ენერგეტიკული ტარიფები.

18 მაისს, ილიაუნიში, WEG-ისა და ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ენერგეტიკული ტარიფების განხილვა გაიმართა. WEG-ის ენერგეტიკული კვლევების დირექტორმა, მურმან მარგველაშვილმა და სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტემენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ ისაუბრეს ელექტროენერგიის ბაზრებზე, ტარიფის კომპონენტებზე, ტარიფის დადგენის მეთოდოლოგიაზე, სამომხმარებლო ტარიფზე მოქმედ ფაქტორებსა და სხვა საკითხებზე.

სემინარის დასაწყისს, მურმან მარგველაშვილმა მიმოიხილა  ენერგეტიკული ბაზრები და ბაზრის მონაწილეები, აღნიშნა, რომ ტარიფი ბევრი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ისეთების როგორიცაა, ელექტროენერგიის წარმოების ღირებულება, გადაცემის, დისპეჩერიზაციის, რეზერვის ტარიფი, განაწილების ტარიფი, დღგ, ტარიფის დანიშნულება კი არის უზრუნველყოს მთელი ამ სისტემისა და ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება. შესაბამისად, ტარიფი არ შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი, იგი უნდა ასახავდეს რეალურ ღირებულებას და განცალკევებული იქნას პოლიტიკური კონტექსტიდან.

ბატონმა მარგველაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ გავრცელებული შეხედულება იმასათან დაკავშირებით, რომ დაბალი ტარიფი აუმჯობესებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს, რადგან მათ მეტი შემოსავალი რჩებათ, მითია. განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მაღალია მოსახლეობის ცხოვრების დონე, მით მეტია ენერგეტიკული ტარიფების ღირებულება. დაბალი ტარიფი, რომელიც არ არის საკმარისი ქსელის მოვლისათვის და არ შეესაბამება ინვესტორის კომერციული ინტერესებს, გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს დარგის მდგომარეობის გაუარესებას, ბიუჯეტიდან სუბსიდირების აუცილებლობას, რაც სხვა სოციალური პროგრამების ხარჯზე წარიმართება და შესაბამისად, უარყოფითად აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ზოგად კეთილდღეობაზე.

სემეკის წარმოადგენელმა, გივი სანიკიძემ უფრო კონკრეტულად ისაუბრა ტარიფის გაანგარიშების და დადგენის ტექნიკურ პროცედურებსა და ძირითად პრინციპებზე და საქართველოში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

სემინარი ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა, დამსწრეთა მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ტარიფის დადგენის კომპონენტებში მინიმალურია ქსელის მოვლისა და საოპერაციო ხარჯები, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საზიანოა მთლიანად სისტემისათვის. მსჯელობის საგანი იყო აგრეთვე ენერგეტიკული კომპანიების, კონკრეტულად ენერგო-პრო-ჯორჯიას საქმიანობა და ტარიფების არამიზნობრივი სუბსიდირების ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე.

იპოვეთ ჩვენი გვერდი Facebook-ზე ან მოგვწერეთ (weg@weg.ge) თქვენი საკონრაქტო ინფორმაცია რომ რეგულარულად მიიღოთ ინფორმაცია სხვა ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ.

პარტნიორები და დონორები