ენერგეტიკული სიღარიბე და მოწყვლადი მომხმარებლები საქართველოში

2018 წლის 13 დეკემბერს WEG-მა კვლევის - ენერგეტიკული სიღარიბე და მოწყვლადი მომხმარებლები საქართველოში - შედეგები წარმოადგინა. კვლევა, რომელიც არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზსა და WEG-ის მიერ ჩატარებულ ფოკუს ჯგუფებს ემყარება, ალენს, რომ ენერგეტიკული სიღარიბე საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა.

ენერგეტიკული სიღარიბე ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს, ან ოჯახებს არა აქვთ შესაძლებლობა, სათანადოდო გაათბონ სახლი ან მიიღონ სხვა საჭირო ენერგეტიკული მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად.

დღეისათვის საქართველოს მოსახლების 99%-ს აქვს წვდომა ელექტროენერგიაზე, ხოლო 68%-ბუნებრივ გაზზე, თუმცა ოჯახების თითქმის ნახევარი გათბობასა და საჭმლის მომზადებაში დამოკიდებულია შეშაზე, შეშის წვა, ძირითადად, არაეფექტურ ღუმელებში, ჯანმრთელობის დამაზიანებელი მეთოდებით ხდება.

კომუნალური დანახარჯების წილი საქართველოში საშუალოდ ოჯახის შემოსავლების 12%-ს შეადგენს, თუმცა ენერგეტიკული დანახარჯები მნიშვნელოვნად განსხვავებულია სეზონების მიხედვით. ზამთრის თვეებში
ენერგეტიკული დანახარჯები ორჯერ და მეტჯერ აღემატება ზაფხულის თვეებში დანახარჯებს და ამასთან, ზამთარში ოჯახების უმეტესობა სახლებს სრულად არ ათბობს.

ენერგეტიკული სიღარიბის გამომწვევი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შენობების დაბალი ენერგოეფექტურობა. საქართველოში შენობების უმეტესობა 1950-1900 წლებში არის აშენებული. როგორც ძველი, ისე ახალი შენობების უმრავლესობა არაენერგოეფექტურია. შენობების დაბალი ენერგოეფექტურობა ენერგიის ფლანგვას და კომფორტის დონის კლებას განაპირობებს.

ენერგეტიკული სიღარიბე დაკავშირებულია გეოგრაფიულ - ტერიტორიულ არეალთან (კლიმატური ზონები, სუფთა ენერგიის ხელმისაწვდომობა), გამანაწილებელი ქსელის მდგომარეობასთან (უსაფრთხოება, მიწოდების ხარისხი), საცხოვრებლის ტიპთან (არაეფექტური შენობები), შემოსავლებში ენერგეტიკული დანახარჯების წილთან და სხვა ფაქტორებთან, რაც მოითხოვს კომპლექსური ღონისძიებების გატარებას და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას.

საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ ენერგეტიკული სიღარიბის აღმოფხვრა განისაზღვროს როგორც ენერგეტიკული პოლიტიკის ერთერთი მთავარი მიზანი  ამისთვის, სახელმწიფომ ოფიციალურ დონეზე უნდა წამოწიოს ენერგეტიკული სიღარიბის ცნება და დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით. მიზანშეწონილია „ენერგეტიკის შესახებ“ კანონის პროექტში გაჩნდეს ჩანაწერი ენერგეტიკულ სიღარიბესთან დაკავშირებით, უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის მე - 7 მუხლის მე - 2 პუნქტს (ენერგეტიკული პოლიტიკა) დაემატოს  წინადადება, რომ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშაოს ენერგეტიკული სიღარიბის განმარტება და დასახოს მისი ეტაპობრივი აღმოფხვრის სტრატეგია საქართველოში.

ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისათვის უზრუნველყოს ენერგიის უსაფრთხო, საიმედო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ენერგეტიკული მომსახურება, შესაბამისად, ენერგეტიკული სიღარიბის განმარტებისათვის შეიძლება გამოიყენებოდეს შემდეგი დეფინიცია: „ენერგეტიკული სიღარიბე განიმარტება როგორც მდგომარეობა, როდესაც მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ელექტროენერგია ან დაიკმაყოფილოს ძირეული ენერგეტიკული საჭიროებები უწყვეტად, უსაფრთხოდ, ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასად“.

მნიშვნელოვანია ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ენერგეტიკული სიღარიბის და ენერგოეფექტურობის შესახებ. რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლებისათვის განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს არაეფექტური შეშის ღუმელების ჯანმრთელობისთვის საზიანო მახასიათებლების შესახებ და განიმარტოს, რომ შეშის მოხმარება არ არის ყველა შემთხვევაში უსაფრთხო.

საინფორმაციო კამპანიაში მნიშვნელოვანია ქალების მიზნობრივი ჯგუფის გამორჩევა, რომლებიც არიან საკვების მომზადებისა და ოჯახის მოვლის საქმიანობის ძირითადი წარმმართველები და მათზე შეშის მოხმარება განსაკუთრებულად მძიმედ აისახება.

კვლევა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით ჩატარდა.

პარტნიორები და დონორები