ელექტროენერგიის წარმოების მოდელირება

ენერგეტიკა
საქართველო
Governing for Growth in Georgia (G4G)
2017

პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მიიღონ ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და გააძლიეროს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ენერგეტიკის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებების  და არასამთავრობო სექტორის შესაძლებლობები ენერგეტიკის დაგეგმვის კუთხით.

კონკრეტული ამოცანები:

  • შეირჩეს და განვითარდეს ელექტროენერგიის წარმოების მოდელი, რომელიც საუკეთესოდ მოერგება საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პოლიტიკის შემქმნელების საჭიროებებს. შემუშავდეს ელექტოენერგიის წარმოების  10-15 წლიანი პროგნოზი.
  • მოხდეს ენერგეტიკის სექტორის მთავარი დაინტერესებული პირების შესაძლებლობების გაძლიერება ელექტროენერგიის წარმოების მოდელირების კუთხით. ენერგეტიკის სექტორის სხვა დაინტერესებული მხარეების და სამოქალაქო სექტორის შესაძლებლობების გაზრდა ელექტროენეგიის წარმოების დაგეგმვის ტექნიკების კუთხით.

პროექტის შედეგად შეირჩევა ახალი მოდელი, რომელსაც შესაბამისი უნარებით აღჭურვილი პერსონალი აამუშავებს. შერჩეული მოდელი საუკეთესოდ მოერგება მთავარი დაინტერესებული მხარეების საჭიროების და შესაბამისობაში იქნება მათ ხელთ არსებულ სისტემებთან. მოდელი  შეძლებს პასუხი გასცეს ისეთ კითხვებს და გადაწყვიტოს ისეთი საკითხები, რომელიც ამ ეტაპზე ანალიზისა და დაგეგმვის შესაძლებლობების მიღმაა.

 

პარტნიორები და დონორები