ცვლილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანოში

2019 წლის დეკემბერში მიღებული კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ მოწოდებულია, ევროკავშირის დირექტივების დანერგვით, ხელი შეუწყოს, საქართველოს ენერგეტიკაში მოწინავე სტანდარტების შემოღებას და სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელებას. ის უნდა გახდეს სექტორის სტაბილობის და განვითარების წინაპირობა.

მთავრობის ინიციატივით, იგეგმება აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც, „იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისტემის ოპერატორის შერწყმის ან/და 5 პროცენტი ან მეტი წილის/აქციების ან საოპერაციო აქტივების მთლიანი ღირებულების 5 პროცენტის ან მეტის გასხვისების ან/და მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების განზრახვა, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე წინასწარ აცნობოს კომისიას“ (იგულისხმება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) (მუხლი161).

საქართველოს ენერგეტიკაში მართლაც დგას აქტივების ფლობის სტრატეგიული საფრთხეები ესენია: 1. უცხო ქვეყნის სახელმწიფო ან კვაზი-კერძო ენერგოკომპანიების მიერ ბაზრის მზარდი სეგმენტების დაკავება და დამატებითი სტრატეგიული ზეგავლენის ბერკეტების მოპოვება; 2 ადგილობრივი და/ან უცხო არაკვალიფიციური ან კორუფციული კომპანიების შემოსვლა და ენერგეტიკის გამოყენება ფულის მანქანად და სხვ. საჭიროა მათ წინააღმდეგ დამცავი მექანიზმების შემუშავება, თუმცა, სამწუხაროდ, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება ვერ პასუხობს ამ გამოწვევებს და, პრინციპული ხარვეზებით, დამატებით საფრთხეებს აჩენს სექტორისათვის. კერძოდ

  • გაუგებარია, რის საფუძველზეა დადგენილი წილების გადაცემის/შერწყმის შემოთავაზებული 5%-იანი ზღვარი რაც არც საკონტროლო პაკეტის და არც მნიშვნელოვანი ზეგავლენის პირობა არ არის.
  • სემეკს ევალება შეაფასოს 5% ან მეტის შესაძლო მფლობელის სავარაუდო გავლენა ტარიფზე და მომსახურების ხარისხზზე რითაც არასწორად არის წარმოჩენილი მისი ვალდებულება უზრუნველყოს ლიცენზიატის საქმიანობის სტანდარტი და სამართლიანი ტარიფის დადგენა მიუხედავად (განსაკუთრებით 5%-იანი) მფლობელობისა.
  • სემეკს ევალება თანხების წარმომავლობის კონტროლი და სავარაუდო გათეთრება/ლეგალიზაციასთან ბრძოლა, რაც სათუოა ან სემეკის ფუნქცია იყოს, ან - ზემოთ ნახსენებ საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ინსტრუმენტი.
  • სემეკს ენიჭება უფლება:
  • „მოითხოვოს ისეთი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარმოდგენა, რომელიც არ არის მითითებული“ კანონში - რაც სრულ განუზღვრელობას ბადებს.
  • „მოითხოვოს მაკონტროლებელი პირის (საბოლოო ბენეფიციარის) ცვლილების პირობების კორექტირება“ მაშინ როდესაც არ არის მოყვანილი ამ ცვლილების შესაძლო არე და გადაწყვეტილების პრინციპები (ან ის, თუ როგორ შეიძლება იყოს 5% მფლობელი მაკონტროლირებელი).

ამდენად, ცვლილების საშუალებით, კომისიას ენიჭება სათანადოდ დაურეგულირებელი, ბუნდოვანი და სუბიექტური უფლებამოსილებები, რაც თავად სემეკზე პოლიტიკური ან კორუფციული ზეწოლის საფუძველი და მისი დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შემცველი შეიძლება გახდეს.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღების მოთხოვნა იწვევს ცუდ ასოციაციას წარსულთან, როდესაც კანონმდებლობა გამუდმებით იცვლებოდა ერთჯერადი, კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, რამაც დარგის განვითარება საბოლოოდ ჩიხში შეიყვანა. ასეთი წესით ცვლილებების კანონში შეტანა ძალიან ცუდ სიგნალს მისცემს ენერგეტიკით დაინტერესებულ ნებისმიერ მხარეს საქართველოს დასავლური სტანდარტების, გამჭვირვალობის და საბაზრო ორიენტაციის შესახებ და შეიძლება რეფორმის შეფერხების წინაპირობა გახდეს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, სათანადო ღრმა კონსიულტაციების და მომზადების გარეშე, თავი შეიკავონ ახალ კანონში ნაჩქარევი ცვლილებების შეტანისგან. მნივშენლოვანია, მოიძებნოს შესაძლო საფრთხეების აცილების კვალიფიციური და გამართული მექანიზმები და ამაში გამოყენებული იყოს ენერგეტიკული გაერთიანების და მისი სამდივნოს დახმარება.

პარტნიორები და დონორები