წინასწარი შეხვედრა 2013 წლის კიშინიოვის ფორუმისათვის

2013 წლის 8-9 ივლისს კიშინიოვში  ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების მე-3 ჯგუფის (გარემოსდაცვა და ენერგეტიკული უსაფრთხოება) წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო კიშინიოვშიშემოდგომაზე დაგეგმილი  ფორუმის დღის წესრიგის გაცნობა, თემატური ჯგუფების მიხედვით პარტნიორობის წევრ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების განხილვა და ევროინტეგრაციის მიმართულებით სხვადასხვა ინდექსის (მათ შორის, ევროპის ინტეგრაციის ინდექსი, ენერგეტიკული უსაფრთხოების ინდექსი და მდგრადი განვითარების ინდექსი) ანალიზი და მეთოდოლოგიის დახვეწა.

შეხვედრაში მონაწილეობდა გიორგი მუხიგულიშვილი, რომელმაც წარადგინა WEG-ის ხედვა ენერგეტიკული უსაფრთხოების ინდექსის მეთოდოლოგიის შემუშავებისათვის.

პარტნიორები და დონორები