აღმოსავლეთ პარტნიორობის ენერგეტიკული უსაფრთხოების პლატფორმის სამუშაო შეხვედრა

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს შეხვედრაზე წარმოადგენდნენ მურმან მარგველაშვილი და ანტონ ანტონენკო (უკრაინა). მათ რამდენჯერმე გააკეთეს კომენტარი. კერძოდ: მ.მარგველაშვილმა გააჟღერა აპ სსფ მე-3 სამუშაო ჯგუფის კიშინიოვის რეზოლუციის ნაწილი, რომელიც ბირთვულ უსაფრთხოებას შეეხება. ამას გარდა ხაზი გაუსვა ენერგეტიკული სექტორის გამჭვირვალობისათვის რეგულატორის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას რასაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მე-3 პლატფორმის მუშაობაში. ასევე აღინიშნა აპ სსფ მე-3 სამუშაო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა.

პარტნიორები და დონორები