2013-2016 წლებში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ცვლილებების შეფასება

2012 წლის ბოლოს, „მსოფლიო გამოცდილებამ საქართველოსთვის“ (WEG,) ენერგეტიკის სექტორის კვლევისა და ანალიზის შედეგად, შეაფასა ენერგეტიკული სექტორის სისტემური პრობლემები და ახალ მთავრობას წარუდგინა რეკომენდაციები, რომლებიც განხილულ-იქნა 2013 წელს ენერგეტიკის სპეციალისტების და ოფიციალური პირების გაფართოებულ შეხვედრაზე.

რეკომენდაციები შეეხებოდა იმ ძირითად სისტემურ პრობლემებს, რაც აფერხებდა (და აფერხებს) სექტორის  განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების ზრდას და, საბოლოოდ, საქართველოს მდგრად, დამოუკიდებელ განვითარებას. ამჯერად, თითქმის ოთხი წლის თავზე, WEG-მა ენერგეტიკის სპეციალისტთა სადისკუსიო კლუბის სხვა წევრებთან ერთად, შეაფასა განვითარების განვლილი პერიოდი[1] საიდანაც ირკვევა, რომ მიუხედავად საგრძნობი ინფრასტრუქტურული წარმატებებისა, ძირითადი სისტემური პრობლემები ისევ უცვლელია. კერძოდ:

ქვეყანას ჯერ კიდევ არ გააჩნია ერთიანი და ენერგეტიკული სტრატეგია და მისი უზრუნველყოფის პროფესიული სისტემა - მიღებული გადაწყვეტილებები სპონტანური, მოკლევადიანი და არასისტემატურია, რაც გაუმართლებელი ხარჯების და სხვა ქვეყნების ინტერესებსადმი დაქვემდებარების დიდ რისკებს შეიცავს. სამინისტროს მიერ ვერ გვერდზე გამოქვეყნებული სტრატეგიის ნაწილი ჯერ კიდევ შორს არის სრულფასოვნებისგან.

ენერგეტიკული სექტორის ბუნდოვანი, გაუმართავი კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობა ისევ ზღუდავს სტარტეგიული ინვესტიციების შემოსვლას. ენერგეტიკული ობიექტები, ძირითადად, შენდება სახელმწიფო გარანტიების, ფინანსური ვალდებულბების და, შესაბამისად, შესაძლო სოციალური თუ განვითარების პროგრამების ხარჯზე.

შენარჩუნებულია მართვის ცენტრალიზებული გაუმჭვირვალე და დაუბალანსებელი სისტემა მართვის მთელი სადავეები სამინისტროს ხელშია და არ ექვემდებარება საპარალამენტო და საზოგადოებრივ კონტროლს, რაც შეიცავს კორუფციის და გარე პოლიტიკური ზეგავლენების საფრთხეს ეს კი მხოლოდ გავლენიანი ფინანსური და ბიზნეს ჯგუფებისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი.

სახელმწიფო ღონისძიებები არ გატარებულა სექტორში ინოვაციების, კვლევისა და დანერგვის   და ინსტიტუციური და პროფესიული განვითარების, ენერგოეფექტურობის ამაღლების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით, რაც თანამედროვე ენერგეტიკის აუცილებელი ნაწილია

ამასთან ერთად, ბოლო დროს შეინიშნება სექტორის სისტემური პრობლემების გამოსწორების საწყისი ტენდენციები, რაც უმთავრესად ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულებასთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ტენდენციები მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს და დაჩქარდეს, მათ შორის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მექანიზმის გამოყენებით.

პარტნიორები და დონორები