რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც იმპორტირებული ელექტროენერგიის და ნამახვანჰესის ტარიფებს ვადარებთ?

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის გასამყარებლად, ნამახვანჰესის გარანტირებული შესყიდვის ტარიფს (6.2¢/კვტსთ) ხშირად იმპორტირებული ელექტრონერგიის ღირებულებას ადარებენ რითაც ცდილობენ გააკეთონ დასკვნა სადგურის ეკონომიკური მომგებიანობის შესახებ. აღნიშნული მიდგომა, გარდა იმისა, რომ სრულად უგულებელყოფს ელექტრონერგიის სტრატეგიულ მნიშვნელობას, ძირეულად და პრინციპულად მცდარია.  რამდენიმე მიზეზით:

  1. ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს 5 წლის შემდეგ და გარანტირებული შესყიდვის ტარიფი 6.2¢/კვტსთ  იმოქმედებს შემდგომი 15 წელი, ანუ დაახლოებით 2026-2040 წლებში. ამ ტარიფის შედარება დღევანდელი იმპორტის ტარიფებთან, თანაც პიკური და ბაზისური ფასების სათანადო გათვალისწინების გარეშე, სრულიად შეუსაბამოა და ვერანაირი სანდო დასკვნის გაკეთების საშუალებას ვერ იძლევა;  
  2. ამ შედარებაში გამოტოვებულია ზაფხულის (არასავალდებულო შესყიდვის პერიოდის) ის იაფი 500 მილიონი კვტსთ ელექტროენერგია, რომელიც ჰესმა უნდა გამოიმუშაოს და გაყიდოს ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე. ადგილობრივად იმიტომ, რომ სიჭარბის პირობებშიც, სხვა ელექტროსადგურებს ექსპორტზე უფრო პრიორიტეტული დაშვება აქვთ, ვიდრე ნამახვანჰესს.  ეკონომიკის სამინისტროს სპეციალისტების შეფასებით, ჰესის ეფექტური საშუალო წლიური ტარიფი 4.91 ცენტია.
  3. ჰესმა უნდა იმუშაოს დაახლოებით 100 წლის განმავლობაში, რა დროსაც მან უნდა გამოიმუშაოს დღევანდელი საქართველოს 12 წლის სამყოფი ელექტროენერგია. ამ პერიოდში მისი საოპერაციო ხარჯები იქნება დაბალი და, ენგურჰესის მსგავსად, ის იქნება ელექტროენერგიის იაფი წყარო, რაც საერთო ფასების დაკლებაზეც იმოქმედებს.
  4. იმპორტის ტარიფისგან განსხვავებით, ნამახვანჰესის ტარიფი (6.2 ¢/კვტსთ) შეიცავს ქვეყანაში გასაწევ ხარჯებს რაც  ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე აისახება. მათ შორის:
    • ქონების გადასახადი
    • საექსპლუატაციო და მომსახურების ხარჯები
    • რეგულირების, ესკოს და სხვა გადასახადები
    • მოგების გადასახადი

ქვემოთ ვეცდებით ამ უკანასკნელი ფაქტორების სიდიდის შეფასებას:

  • ქონების გადასახადი შეადგენს საბალანსო ღირებულების 1%-ს. თუ ჩავთვლით, რომ საინვესტიციო თანხის $800მლნ-დან ნაწილი იხარჯება მართვის და საკონსულტაციო და სხვა არა კაპიტალურ ხარჯებზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი სადგურის საბალანსო ღირებულება იქნება დაახლოებით $700მლნ.  40 წლიანი ამორტიზაციის გათვალისწინებით,  წლიური ქონების გადასახადი პირველ ათი წლის განმავლობაში იქნება საშუალოდ $6.1მლნ. რაც გამომუშავების მოცულობაზე გაყოფით, ნიშნავს,  რომ ტარიფიდან 0.41¢/კვტსთ წავა ქონების გადასახადზე, ანუ ბიუჯეტში.
  • საექსპლუატაციო და მომსახურების ხარჯების ძირითადი ნაწილის გაწევა ხდება საქართველოში, რაშიც შედის ასევე ხელფასები და საშემოსავლო გადასახადი. IFC  შეფასებით, დიდი ჰიდროელექტროსადგურის საექსპლუატაციო ხარჯები საშუალოდ შეადგენს მისი ღირებულების 2-2.5%. ჩვენს შემთხვევაში, ნაკლებობით ვიღებთ 1.5%-ს რაც დაახლოებით $10მლნ შეადგენს.  თუ ჩავთვლით, რომ ამ თანხის 80% ადგილობრივი ხარჯებია, მივიღებთ, რომ მათ დასაფარად ტარიფიდან მიდის დაახლოებით 0.56¢/კვტსთ.
  • მოგების გადასახადი  პირველ წლების განმავლობაში სავარაუდოდ ნულოვანი იქნება ვინაიდან, დაგროვილი ზარალის და ფინანსირების ხარჯების გათვალისწინებით, სადგურს, სავარაუდოდ, მოგება არ ექნება. საქმიანობის პირველი ათწლეულის შემდეგ მოსალოდნელია, რომ მოგება გაიზრდება და შესაბამისი გადასახადიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ტარიფში მის წვლილს ჯერჯერობით არ ვითვალისწინებთ.
  • სხვა ხარჯები და მოსაკრებლები: აქ  გასათვალისწინებელია სემეკის რეგულირების საფასური, რაც შემოსავლების 0.5%-ს  შეადგენს, ასევე ესკოს მოსაკრებელი და სხვადასხვა არა საპროექტო ხარჯი, მაგალითად ხეობის განვითარების 5მლნ ლარიანი ფონდი. ამ ხარჯების ჯამური წილი შედარებით უმნიშვნელოა და მხოლოდ 0.05¢/კვტსთ აღწევს.

ამ კატეგორიების შეკრებით ჯამურად ვიღებთ 1.02¢/კვტსთ ანუ ეფექტური საშუალო წლიური ტარიფიდან 3.89¢/კვტსთ ემსახურება ინვესტიციის დაბრუნებას. დანარჩენი საქართველოში გასაწევი საოპერაციო ხარჯია, რაც ემატება ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას.

ჰესის მოწინააღმდეგეების ლოგიკა კიდევაც რომ სწორი იყოს, სწორედ ეს სიდიდე, ანუ დაახლოებით 3.9¢/კვტსთ და არა 6.2¢/კვტსთ უნდა შეგვედარებინა იმპორტის ფასებს, მაგრამ ამ ლოგიკას, ზემოთმოყვანილი ხარვეზების გარდა აქვს კიდევ ერთი, ფუნდამენტალური და არსებითი პრობლემა: 

ელექტროენერგიის იმპორტი ემსახურება სხვა ქვეყნებში, საქართველოს ხარჯზე, გენერაციის საწარმოო სიმძლავრეების განვითარებას და ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდას, მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანაში ინვესტირება ემსახურება ეკონომიკის ზრდას, ადგილობრივი საწარმოო სიმძლავრეების განვითარებას და ენერგეტიკული პოლიტიკურ/ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებას. ის რომ ეს სარგებლები, ისევე როგორც ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობა, არ არის სათანადოდ გაცნობიერებული საზოგადოების მიერ, მიუთითებს ქვეყანაში სტრატეგიული ხედვების სისუსტეზე და იმაზე, რომ ამ მიმართულებით ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

რეკომენდაციები

  • სასურველია პროფესიონალმა ეკონომისტებმა შეაფასონ და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ ჰიდროელექტროსადგურებში ინვესტირების პირველადი და მეორადი ეკონომიკური ეფექტების მნიშვნელობა და მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გარე ინვესტიციების ხარჯ-სარგებლიანობის შესახებ.
  • სასურველია პოლიტიკის მეცნიერების და პრაქტიკოსების მეტი ჩართულობა ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების და შესაძლებლობების კვლევებში რათა ქვეყანამ შეძლოს ამ მხრივ საფუძვლიანი და გათვლილი პოლიტიკის ჩამოყალიბება.
  • სასურველია, რომ ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი (თუნდაც ნახევარი) ნაწილი რჩებოდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგულებაში, რაც დაეხმარება ადგილობრივ განვითარებას და ხელს შეუწყობს სადგურის როგორც მშენებლობას, ასევე ოპერირებას.
  • სასურველია პოლიტიკოსებმა და სხვა საჯარო პირებმა განცხადებების გაკეთებამდე კონსულტაციები გაიარონ სექტორის სპეციალისტებთან იმისათვის, რომ საკმარისად გაერკვნენ საკითხში და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. ხელი შეუწყონ საკუთარ ქვეყანაში ინვესტირებას და არა სხვა ქვეყანაში ინვესტირებას  ჩვენი მწირი რესურსების ხარჯზე.
  • ასევე სასურველია რომ დაპირისპირებაში მონაწილე მხარეებმა ობიექტური და მონაცემებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მიაწოდონ თავიანთ აუდიტორიას და ამით ხელი შეუწყონ დაძაბულობის შემცირებას.

საზოგადოება არ უნდა იყოს ჩართული ჰესის „მომხრეთა“ და „მოწინააღმდეგეთა“ ბრძოლაში. ეს საკითხები უნდა წყდებოდეს რეალური მონაცემების და შეთანხმებული პრინციპების და მეთოდების საფუძველზე დარგის სპეციალისტების მიერ. ხოლო საზოგადოება უნდა ზრუნავდეს ასეთი პროფესიული სისტემების არსებობაზე.

პარტნიორები და დონორები