ნატალია შათირიშვილი

ნატალია შათირიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის  საერთაშორისო სკოლა აისეტის (ISET) სამაგსტრო პროგრამა ეკონომიკაში ენერგეტიკის ეკონომიკის მიმართულებით. მისი სამაგისტრო თემა ეხებოდა საქართველოში ჰიდროელექტროენერგიის სექტორის განვითარების ანალიზს სხვადასხვა ეკონომიკური სცენარის მიხედვით. ნატალია არის სერტიფიცირებული საჯარო პოლიტიკის ანალიზის სცეციალისტი და ახორციელებს კვლევებს ენერგეტიკის მიმართულებით. მისი საქმიანობა მოიცავს პოლიტიკის ანალიზის დოკუმენტების და სტატიების შემუშავებას.

ნატალია WEG-ში 2009 წლიდან მუშაობს. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები, ენერგეტიკული დაგეგმვა, მდგრადი ენერგეტიკული განვითარება, კლიმატის ცვლილების შერბილება, მონაცემთა ანალიზი, პოლიტიკის ანალიზი და ა.შ. 2010 წლიდან ის მუშაობს გრძელვადიანი დაგეგმვის მოდელზე MARKALI-საქართველო. როგორც მოდელირების მთავარი სპეცილისტი, ის ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებში და ასევე პასუხისმგებელი იყო MARKALI-ს მოდელის გაუმჯობესებასა და სცენარების შემუშავებაზე ენრგეტიკის სამინისტროს მიერ გამოსაყენებლად.

გარდა იმისა, რომ არის WEG-ის გუნდის წევრი, ნატალია მუშაობს როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტიც.

2010-2013 წლებში ნატალია მუშაობდა ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანია „თელასში“, სემეკთან ურთიერთობის განყოფილებაში,  სადაც მის ძირითად მოვალეობებს წარმოადგენდა კვარტალური და წლიური სტატისტიკური ანგარიშების მომზადება, მონაცემთა ანალიზი და მარეგულირებელ კომისიასთან (სემეკთან) ურთიერთობა. 

ნატალია არის სხვადასვა კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი და რეგულარულად უზიარებს მსმენელებს ინფორმაციას ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებზე.

2016 წელიდან ნატალია არის „ჰორიზონტი 2020“-ის ადგილობრივი საკონტაქტო პირი უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგიის მიმართულებით.

პარტნიორები და დონორები