ენერგეტიკული რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში ცნობიერების გაზრდისა და სამოქალაქო სექტორის, მედიისა და საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარებით

energy
Georgia
Heinrich Boell Foundation
2017

2017 წელს საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი გახდება, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მიერთების შეთანხმების რატიფიკაციას მოახდენს.

რეფორმები წინ სწევს პოლიტიკის შემქმნელებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების დიდ საჭიროებას შესაძლებლობების გაძლიერებისა და რეფორმების პოტენციური დაბრკოლებების გადასალახად.

პროექტის მტავარი მიზანია ენერგეტიკული რეფორმების ხელშეწყობა საქართველოში საჯარო და სამოქალაქო სექტორის ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო საზოგადოების გავლენის გაზრდის გზით პოლიტიკის შემუშავების პროცესებზე.

პროექტის მიზნები:

მიზანი N1

  • ინფორმაციის გავრცელება ენერგეტიკის საკითხებისა და საჭირო რეფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის
  • ყოველთვიური სემინარების გამართვა არსებული მდგომარეობის, ბარიერების და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების ფარგლებში მოსალოდნელი რეფორმების განსახილველად. ევროკავშირის დირექტივების და მათი შედეგების ტექნიკური განხორციელების შესახებ ცოდნის გავრცელება.

მიზანი N2

  • ენერგეტიკული გაერთიანების შეხვედრებზე ქართული სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების დასწრების უზრუნველყოფა (2 ვიზიტი)

მიზანი N3:

  • ენერგეტიკის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და ამ კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის მიმოხილვა.

პროექტი დაფინანსებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს  მიერ.

 

პარტნიორები და დონორები